სპაიდერმენის გულშემატკივრებისთვის ნანატრი მომენტი დადგა: სამი თაობის სპაიდერმენმა — ტომ ჰოლანდმა, ენდრიუ გარფილდმა და ტობი მაგუაირმა, რომლებიც მარველის ფილმში Spider-Man: No Way Home-ში მონაწილეობენ, ცნობილი მიმი გააცოცხლეს:

აღნიშნული მიმი სათავეს 60-იანი წლების სპაიდერმენის ანიმაციიდან იღებს. ის ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტის ერთ-ერთი ფავორიტია. მსახიობებმა მიმი Spider-Man: No Way Home-ის ორ სცენაშიც გააცოცხლეს, რაც ენდრიუ გარფილდის იდეა იყო.

ენდრიუ გარფილდის თქმით, ფილმის გუნდი დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გამოეყენებინათ მიმი ფილმში. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ნედი ლაბორატორიაში მყოფ პიტერს მიმართავს, სამივე პიტერი იხედება და იმის გარკვევას ცდილობს, თუ ვის ესაუბრება ნედი. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ენდრიუ გარფილდის პერსონაჟს უნდა ეთქვა — "ეს არასდროს მოძველდება" ან "ძალიან საყვარლები ვართ", თუმცა გადაწყვიტა, რომ მიმის გასაცოცხლებლად შესაფერისი დრო იყო და ფრაზა შეცვალა. საბოლოოდ სცენაში სამივე პიტერი ერთმანეთისკენ ხელს იშვერს და ცნობილ მიმს აცოცხლებს.

ენდრიუ გარფილდის თქმით, მიმი ფილმში კიდევ ერთხელ, ბოლო ბრძოლის სცენის დროს ჩნდება მას შემდეგ, რაც პერსონაჟები გადაწყვეტენ, რომ პიტერი 1, პიტერი 2 და პიტერი 3 დაირქვან. ენდრიუს თქმით, მსახიობებმა ეს სცენა ბუნებრივად, ზედმეტი ახსნის გარეშე გაითამაშეს. დაკვირვებულმა ფანებმა კი სცენაში საყვარელი მიმი კიდევ ერთხელ ამოიცნეს.

ამიერიდან მიმების კეთება სამი სპაიდერმენის ახალი და ოფიციალური ფოტოს დახმარებითაც შეგვიძლია!

ამავე თემაზე: