KIKLIKO-ს შესახებ ალბათ უკვე გსმენიათ. წერის დროს ჩვენ ემოჯიებს, ხმოვან მესიჯებს, მიმებსა თუ გიფებს ვიყენებთ, მაგრამ ქართული სტარტაპი KIKLIKO სწორედ ამ ჩამონათვლის გამრავალფეროვნებას ცდილობს. Theneo კი ასევე ქართული სტარტაპია, რომელიც კონტენტის შექმნის პროცესის ავტომატიზაციაზე მუშაობს და დეველოპერებისთვის მაღალხარისხიანი ინტერაქციული API-ების დოკუმენტაციის აგებას აჩქარებს.

KIKLIKO ხმოვანი გიფების პირველი პლატფორმაა და მას მომხმარებელიც მალევე გამოუჩნდა. აქამდე KIKLIKO-ს გამოყენება მხოლოდ ვებსაიტის, ანდროიდის აპლიკაციისა და iOS-ის აპლიკაციის საშუალებით იყო შესაძლებელი, თუმცა სტარტაპი განვითარებას ყოველდღიურად განაგრძობს.

დღეიდან KIKLIKO-ს API-ს გამოყენების მსურველებს მისი ინტეგრაცია ნებისმიერ აპლიკაციაში უფრო მარტივად შეეძლებათ . როგორც უკვე ვახსენეთ, სტარტაპმა API-ის მარტივად აღსაქმელი ვიზუალური მხარის გენერირებისთვის Theneo გამოიყენა. ეს სტარტაპისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ინტეგრირებულობის შემთხვევაში ხმოვანი გიფების გამოყენება გაცილებით მარტივდება, ჩვენ ამისათვის ვებსაიტის ან აპლიკაციის გახსნა აღარ მოგვიწევს.

KIKLIKO-ს API-ს ნახვა მათსავე საიტზე შეგიძლიათ. თუ ჯერ აპლიკაციაც არ გადმოგიწერიათ, მაშინ iOS-ის აპლიკაციის გადმოწერას ამ ლინკით შეძლებთ, ხოლო ანდროიდ აპლიკაციის გადმოსაწერად Play Store-ს უნდა ესტუმროთ. ასევე, თუ KIKLIKO-ს გამოყენება თქვენივე ბრაუზერიდან გსურთ, მაშინ მისი გაფართოების (extension) დაყენება დაგჭირდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.