უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე რუსმა ოლიგარქებმა $32 მილიარდი დაკარგეს — Bloomberg
რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე უმდიდრესი რუსების ქონება მცირდება. საუბარია იმ ადამიანების ქონებაზე, რომლებიც Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანების სიაში შედიან. ბლუმბერგის ინფორმაციით, წლის დასაწყისთან შედარებით, 23 რუსი მილიარდერის ქონება $32 მლრდ-ით არის შემცირებული და ამჟამად 343 მლრდ დოლარს შეადგენს.
გეოპოლიტიკური დაძაბულობა და დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, გენადი ტიმჩენკომ მიმდინარე წლის განმავლობაში საკუთარი ქონების მესამედი დაკარგა. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარია. მათივე ინფორმაციით, მისი ქონების უდიდესი წილი გაზის მწარმოებელი რუსული კომპანიის, Novatek-ის წილის ფლობიდან მოდის. Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში ის ამჟამად 10 მილიარდით 118-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებულია, რომ ტიმჩენკომ 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე $6,47 მილიარდი დაკარგა.
Novatek-ის აქციონერია ლეონიდ მიხეილსონიც, რომლის ქონებაც მიმდინარე წელს $6,23 მილიარდით შემცირდა. რაც შეეხება ლუკოილის ხელმძღვანელის ვაგიტ ალექპეროვის ქონებას, ის $3,5 მილიარდით არის შემცირებული, რაც ენერგოკომპანიის აქციების 17%-იან კლებას უკავშირდება.
ასეთია ბლუმბერგის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში შემავალი იმ ადამიანების სია, რომლებიც რუსეთის ფედერაციას წარმოადგენენ:
- ვლადიმირ პოტანინი — ფლობს $29,7 მილიარდს, მისი ქონება მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია $1,18 მილიარდით;
- ალექსეი მორდაშოვი — $27,6 მლრდ, კლება $1,24 მლრდ;
- ვლადიმირ ლისინი — $26,7 მლრდ, კლება $1,3 მლრდ;
- ლეონიდ მიხელსონი — $26,2 მლრდ, კლება $6,23 მლრდ;
- ალიშერ უშმანოვი — $21,6 მლრდ, ზრდა $329 მლნ;
- ვაგიტ ალეკპეროვ — $19,3 მლრდ, კლება $3,48 მლრდ;
- ანდრეი მეილნიჩენკო — $18,4 მლრდ, ზრდა $963 მლნ;
- ვიქტორ ველკსერლბერგი — $17,4 მლრდ, კლება $1,04 მლრდ;
- გენადი ტიმჩენკო — $16 მლრდ, კლება $6,47 მლრდ;
- რომან აბრამოვიჩი — $15,4 მლრდ, კლება $2,58 მლრდ;
- სულეიმან კერომოვი — $14,6 მლრდ, კლება $618 მლნ;
- მიხაილ პროხოროვი — $13,7 მლრდ, კლება $305 მლნ;
- მიხაილ ფრიდმანი — $12,5 მლრდ, კლება $1,47 მლრდ;
- ვიქტორ რაშნიკოვი — $12,4 მლრდ, კლება $1,79 მლრდ;
- დმიტრი რიბოლოევი — $10,8 მლრდ, კლება $233 მლნ;
- ვიაჩესლავ კანტორი — $9,65 მლრდ, ზრდა $621 მლნ;
- გერმან ხანი — $8,51 მლრდ, კლება $997 მლნ;
- ალექსანდერ აბრამოვი — $8,08 მლრდ, კლება $1 მლრდ;
- ანდრეი გურიევი — $7,61 მლრდ, კლება $297 მლნ;
- ლეონიდ ფედუნი — $7,49 მლრდ, კლება $1,43 მლრდ;
- ისკანდარ მახმუდოვი — $6,77 მლრდ, კლება $1,12 მლრდ;
- ალექსეი კუზმიჩევი — $6,4 მლრდ, კლება $764 მლნ;
- პეტრ ავენი — $5,93 მლრდ, კლება $488 მლნ.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარების შემდეგ მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით რუსეთზე დაკისრებული სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტს, სახელმწიფო ვალსა და ელიტარულ ოჯახებს. დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის ხუთ ბანკსა და სამ ოლიგარქს შეეხო. სანქციებს შეუერთდა გერმანიაც, რომელმაც Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას სანციები დაუწესა ევროკავშირმა, ავსტრალიამ, კანადამ და იაპონიამ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები