ხშირად ადამიანები პარტნიორთან დაშორებას რთულად ეგუებიან და შურისძიების სურვილი უჩნდებათ. გამონაკლისები არც ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც დაშორების შემდეგ კიდევ უფრო მეტად ექცევიან მედიის ყურადღების ცენტრში.

სტატიაში 10 ადამიანს წარმოგიდგენთ, რომელმაც ყოფილთან დაშორება ძნელად გადაიტანა და გადაწყვიტა, რომ მათთვის სამაგიერო გადაეხადა. მათი ისტორიები დაგარწმუნებს, რომ ზოგიერთი ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

1. მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი

ფოტო: Getty Images

მას შემდეგ, რაც მეგან ფოქსმა თავის ახალ შეყვარებულ MGK-ს ინსტაგრამზე "საშინლად ლამაზი ბიჭი" უწოდა, მეგანის ყოფილმა ქმარმა მათი შვილების ფოტო დადო სათაურით "საშინლად ლამაზი ბიჭები".

2. სელენა გომეზი და ჯასტინ ბიბერი

ფოტო: Getty Images

სელენა გომეზთან დაშორების შემდეგ ჯასტინ ბიბერისა და სოფია რიჩის ერთობლივ ფოტოებზე ბევრი ფანი უხეშ კომენტარებს წერდა. ერთ-ერთ ფოტოზე სელენა გომეზმაც დატოვა კომენტარი და ჯასტინს ურჩია, "ახალი შეყვარებულის ფოტოების გამოქვეყნება შეეწყვიტა", შედეგად კი ბიბერმა ინსტაგრამი გააუქმა.

3. ტრევის ბარკერი და შანა მოაკლერი

ფოტო: Getty Images

მას შემდეგ, რაც ტრევის ბარკერმა კორტნი კარდაშიანთან დაიწყო ურთიერთობა, მისმა ყოფილმა ცოლმა ის კიმ კარდაშიანთან რომანში დაადანაშაულა.

4. კანიე ვესტი და ამბერ როუზი

ფოტო: Getty Images

კანიე ვესტმა კიმ კარდაშიანთან ურთიერთობის დაწყებისას განაცხადა, რომ კიმს თავიდანვე რომ მოსწონებოდა, ყოფილი პარტნიორი ამბერ როუზი მის ცხოვრებაში არც არასდროს იარსებებდა.

5. ტეილორ სვიფტი და ჯო ჯონასი

ფოტო: Getty Images

ტეილორ სვიფტმა აღიარა, რომ ჯო ჯონასმა 27-წამიანი სატელეფონო ზარით უთხრა, რომ შორდებოდა და ამაზე გაბრაზებულმა ტეოლორმა Myspace-ზე ვიდეო დადო, რომელშიც ჯოს თოჯინას დასცინოდა.

ფოტო: Getty Images

ტეილორ სვიფტმა შური კელვინ ჰარისზეც იძია და მასთან დაშორებიდან 2 კვირაში მედიაში ფოტო გავრცელდა, რომელშიც ტეილორი ახალ შეყვარებულ ტომ ჰიდლსტონს კოცნიდა.

6. რიტა ორა და რობ კარდაშიანი

ფოტო: Getty Images

რიტა ორასთან დაშორების შემდეგ, რობ კარდაშიანმა განაცხადა, რომ ის 20-მდე სხვადასხვა კაცთან ღალატობდა.

7. ილონ მასკი და გრაიმსი

ფოტო: Getty Images

ილონ მასკთან 3-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ გრაიმსი ქუჩაში კარლ მარქსის წიგნით ხელში გამოჩნდა.

8. და ბოლოს, კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი

ფოტო: Getty Images

კიმ კარდაშიანთან განშორების შემდეგ კანიე ვესტმა კიმის ახალი შეყვარებულის, პიტ დევიდსონის, მიმართ თავისი ფანები კრიტიკულად განაწყო და მოუწოდა, რომ სადაც პიტს დაინახავდნენ, მისთვის ეყვირათ.