ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისი საკრებულომ ინიციატივით მიმართა, რომ მოსკოვის გამზირს კიევის სახელი მიენიჭოს.

"სირცხვილია, როდესაც ერთსა და იმავე ქალაქში, ერთდროულად გვაქვს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელობის ქუჩები და მათთან ერთად არსებობდეს ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოში ინიციატივით შევდივართ, არსებულ გამზირს, ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელისა, მიენიჭოს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი", — თქვა ბრიფინგზე ენმ-ის სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანმა, ანა გოგოლაძემ.