მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly 2022 წლის NBA All Star-ის მატჩს დაესწრნენ. მომღერალი და მისი საცოლე NBA-ის გამომცხადებელმა მატჩზე გულშემატკივრებს შეცდომით წარუდგინა, რასაც მეგან ფოქსის მხრიდან რეაქციაც მოჰყვა.

"მიესალმეთ MGK-სა და მის ცოლს, მსახიობ მეგან ფოქსს", — ასე გამოაცხადეს წყვილი მატჩზე იმის მიუხედავად, რომ ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ დანიშნულები არიან.

მთავარი კამერა წყვილზე სწორედ იმ მომენტში გადაერთო, როცა მეგან ფოქსი MGK-ს მიუტრიალდა. მართალია, მეგანმა პირზე ხელი აიფარა, მაგრამ მაინც დააფიქსირეს მსახიობის რეაქცია, რომელიც საქმროზე ამბობდა, რომ ჯერ მისი ცოლი არ არის.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2020 წლის გაზაფხულზე შეხვდა, როდესაც ფილმ Midnight in the Switchgrass-ის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდნენ. ნიშნობის შესახებ კი საზოგადოებას 2022 წლის იანვარში განუცხადეს.

ცოტა ხნის წინ მეგან ფოქსის ნიშნობის ბეჭედს სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. ყურადღება ბეჭდის "ეკლიანმა" დიზაინმა მიიქცია, რომელიც MGK-ის თქმით, მან სპეციალურად დაამზადებინა და თუ მეგანი ბეჭდის მოხსნას გადაწყვეტს, ეს ძალიან მტკივნეული იქნება.