ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება საერთაშორისო სამართლის და მინსკის შეთანხმების დარღვევაა. ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინის მიმართ სოლიდარულები იქნებიან.

"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა.

ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინის მიმართ ერთიანი, მტკიცე და სოლიდარულები იქნებიან", — წერს ის.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჯღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს. პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურენ მსოფლიო ლიდერები.

გაიგეთ მეტი: