დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, დღევანდელი გადწყვეტილებით პუტინმა კიდევ ერთხელ დაარღვია მინსკის შეთანხმება. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარება კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინაღმდეგ.

ტრასი ამბობს, რომ რუსეთი არღვევს გაეროს წესდებასაც და აჩვენებს, რომ დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციის გზა აირჩია. მისივე თქმით, პარტნიორებთან კოორდინირებულად იმოქმედებენ და არ დაუშვებენ, რომ რუსეთს მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჯღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს. პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურენ მსოფლიო ლიდერები.

გაიგეთ მეტი: