7 წლის წინ ჯავახეთში, ახალქალაქში, მეგობრები — ოთხი ჟურნალისტი და ერთი ინჟინერი — შეიკრიბნენ იმაზე სასაუბროდ, თუ რა შეეძლოთ ერთად რეგიონისთვს გაეკეთებინათ. გადაწყვიტეს, რომ ჯავახეთს ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, პრინციპების ერთგული მედიასაშუალება სჭირდებოდა, ხოლო დანარჩენ საქართველოს — ხმა ჯავახეთიდან. მათ კი მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება ჰქონდათ.

ასე შეიქმნა ჯეინიუსი (JNEWS) — ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ხუთმა ქალმა 1800 ევროიანი გრანტით დაიწყო.

"თავიდან გვინდოდა, რომ ბლოგი გაგვეკეთებინა ამ ბიუჯეტით, მერე ვიფიქრეთ, ვებგვერდის შექმნას შევძლებდით. ერთად გადავწყვიტეთ, რა იქნებოდა სახელი, ვიზუალი, ფერები. ოფისი არ გვქონდა, "ქუჩაში" ვიკრიბებოდით ხოლმე", — იხსენებს ქრისტინა მარაბიანი, ჯეინიუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჟურნალისტი. გამოცემა მასთან ერთად დააფუძნეს: რიმა ღარიბიანმა, შუშანა შირინიანმა, ანი მინასიანმა და აღუნიკ აივაზიანმა.

დღეს ჯეინიუსი საქართველოში ცნობილი რეგიონული და ჯავახეთის წამყვანი ონლაინ მედიასაშუალებაა, რომელიც ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე საქართველოს და მასში მცხოვრებ უმრავლესობასა თუ უმცირესობებს მათთვის მნიშვნელოვან ამბებს უყვება. გამოცემას ყოველთვიურად 70000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ის არა მხოლოდ ეთნიკური სომხებით მჭიდროდ დასახლებული, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი რეგიონის შესახებ აცნობს ამბებს საქართველოს, არამედ პირიქითაც — ერთ-ერთი მთავარი წყაროა ჯავახეთის მოსახლეობისთვის — საკუთარი ქვეყნის ამბები შეიტყონ.

წაიკითხეთ სტატია სრულად აქ.

ჯავახეთის საინფორმაციო ხიდი

სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის #ჩვენვართსაქართველო ფარგლებში.