საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მიმდინარე რეფერენდუმს გამოეხმაურა.

"ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის," - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კვირიკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

16 აპრილს თურქეთის რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის უმეტესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პრეზიდენტ ერდოღანისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას მხარი დაუჭირა. სააგენტო ანადოლუს ცნობით, დათვლილია ხმების 100-ვე პროცენტი, საიდანაც კი 51,18-მა პროცენტმა შემოხაზა, ხოლო არა - 48,82-მა პროცენტმა.