შესაძლოა, სპაიდერმენი ხალხის კეთილდღეობისთვის დაუღალავად შრომობდეს, თუმცა გმირსაც სჭირდება ვიღაც, ვინც მასზე იზრუნებს. ტომ ჰოლანდის შემთხვევაში ასეთი ადამიანი დედამისია, რომელიც მუდამ მზადაა, ფილმის პროდიუსერები საყვედურებით აავსოს, რადგან ტომს ტუალეტში შესასვლელად შესვენებას საკმარისად ხშირად არ აძლევენ.

ცოტა ხნის წინ ტომ ჰოლანდმა ინტერვიუში გულშემატკივრებს ერთი სახალისო კადრს მიღმა ისტორია გაუმხილა. სპაიდერმენების ფანებმა უკვე იციან, რომ ტომის კოსტიუმს ელვაშესაკრავი არ აქვს, ამიტომ მისი გახდა ძალიან რთულია, რის გამოც ტომი სასმელსაც კი სპაიდერმენის კოსტიუმის თვალებიდან სვამს. რადგანაც კოსტიუმის გახდას დიდი დრო სჭირდება, ტომმა აღიარა, რომ უნდოდა, შესვენება ხშირად არ აეღო.

"პირველ ფილმში ვაშინგტონის მონუმენტის სცენის გადაღებისას დღის განმავლობაში კოსტიუმში დაახლოებით 11 საათს ვატარებდი. ახალგაზრდა ვიყავი და სტუდიის გაოცება მინდოდა. არ მინდოდა ეფიქრათ, რომ შესვენება ხშირად მჭირდებოდა", — აღიარა ტომმა.

ერთხელ გადაღების დროს ტომს დედამ დაურეკა და მანაც საკუთარი გასაჭირი გაუმხილა. ორი დღის შემდეგ პროდიუსერმა ტომს ჰკითხა, თირკმელები ხომ არ სტკიოდა. როცა ტომმა უცნაური შეკითხვის მიზეზი იკითხა, უთხრეს, რომ პროდიუსერებს დედამისმა დაურეკა.

"დედაჩემმა მსოფლიოს ყველაზე დიდ სტუდიას დაურეკა და უთხრა: 'გაუშვით ჩემი შვილი ტუალეტში!", — ამბობს მსახიობი.

როგორც ჩანს, მილიარდობით შემოსავალი საკმარისი არაა იმისთვის, რომ Sony-მ და მარველმა კედლებზე მცოცავ გმირს მარტივი სურვილი აუსრულოს და კოსტიუმზე ელვაშესაკრავი მიუკეროს!

ნახეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან: