ჯორჯ მარტინი Marvel-თან ერთად კომიქსების ახალ სერიაზე მუშაობას იწყებს
ჯორჯ მარტინის თავს სიახლეებია. რა? ზამთრის ქარები? რა თქმა უნდა, არა.
ლეგენდარული ფენტეზი საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის, შემქმნელი ამერიკელი ავტორი Marvel-თან თანამშრომლობას იწყებს. მიზანი კომიქსების ახალი სერიის შექმნაა.
მარტინის თქმით, სუპერგმირების სამყაროს ფრენჩაიზთან მუშაობა მისთვის "პატივი" და "უსაზღვრო სიხარულის" მომტანია.
კომიქსები სუპერგმირებზე შექმნილ საი-ფაი ანთოლოგიებს, Wild Cards-ს დაეფუძნება. ამ სერიის რედაქტორი სწორედ ჯორჯ მარტინია.
Wild Cards, რომელიც სუპერძალების მქონე ადამიანებით დასახლებული დედამიწის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს, ჯამში 25-ზე მეტ რომანსა და 20 მოთხრობას მოიცავს. ნაწარმოებებზე სამი ათწლეულის განმავლობაში 40-ზე მეტმა ავტორმა იმუშავა.
"გულშემატკივრებს გეცოდინებათ, რამხელა ადგილი უკავია ჩემს გულში Wild Cards-ის სამყაროს", — აღნიშნავს მარტინი, — "ჰოდა, რადგან მაქვს პატივი, ამ ამბის კომიქსების სახით მოსაყოლად ინდუსტრიაში Marvel-ის მსგავს გიგანტთან ვიმუშავო, ეს ჩემთვის უსაზღვრო სიხარულის მომტანია".
არის ამქვეყნად დაგვიანება — მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
თუმცა, ეს სიახლე მარტინის ფანებისთვის, შესაძლოა, უსაზღვრო იმედგაცრუება იყოს. უკვე 11 წელია, მკითხველები სატახტოთა თამაშის საგად ცნობილი წიგნების სერიის მეექვსე ნაწილს, ზამთრის ქარებს, ელოდებიან. საგა, რომლის პირველი წიგნიც 1996 წელს გამოვიდა, ჯამში შვიდ წიგნს მოიცავს, მაგრამ უცნობია, როდის გამოიცემა ან მეექვსე, ან, მით უმეტეს, მეშვიდე ნაწილი (გაზაფხულის სიზმარი).
მარტინსა და მის ფანებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო წლებში "დაიძაბა", როცა მწერალმა დარწმუნებით განაცხადა, მეექვსე წიგნის წერას 2020 წელს მოვრჩები და თუ ასე არ მოხდა, პოლიციას ჩავბარდებიო. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა და ფანებიც საყვარელი მწერლის დასაპატიმრებლად დაირაზმნენ.
ტყვეობას გადარჩენილი მარტინი გვარწმუნებდა, თვითიზოლაციისას ყოველდღე ვწერ და 2021 წელს პანდემიასთან ერთად ჩემი წიგნიც დამთავრდებაო.
სპოილერი: არცერთი არ დამთავრდა.
აღშფოთებული ფანები რომ დაეშოშმინებინა, მწერალმა მეტი დეტალიც გაგვიმხილა და ამაყად გვითხრა, 2020-ში ზამთრის ქარების ასობით გვერდი დავწერეო. თუმცა, მალევე გავიგეთ, რომ სხვა საქმე გამოუჩნდა — როჯერ ზელაზნის საკულტო საი-ფაის სატელევიზიო ადაპტაციაზე მუშაობა დაიწყო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები