დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, დედოფალს მსუბუქი, გაციების მსგავსი სიმპტომები აქვს და შესაბამის სამედიცინო მეთვალყურეობას გაიდლაინების შესაბამისად მიიღებს.

ელიზაბეთ II-ს კორონავირუსის ვაქცინის სამი დოზა აქვს მიღებული.