iPhone-ებს იშვიათად აქვთ ისეთივე ოპერატიული მეხსიერება, როგორიც მათ ანდროიდ კონკურენტებს. ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან iOS ოპერაციული სისტემა ნაკლებ მეხსიერებას მოითხოვს, ვიდრე ანდროიდი. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც ვფიქრობთ, რომ Apple-ის სმარტფონებს უფრო რთული ამოცანების შესასრულებლად დამატებითი სიმძლავრეც არ აწყენდათ. საბედნიეროდ, შესაძლოა, ასეც მოხდეს.

კორეულ სოციალურ ქსელ Naver-ში სანდო გამამჟღავნებელი ირწმუნება, რომ iPhone 14 Pro-ის ოპერაციული მეხსიერება 8 გიგაბაიტი იქნება — ეს აქამდე მოსმენილ მითქმა-მოთქმასაც ამყარებს, თუმცა მაშინ ინფორმაციის წყარო არც ისე სანდო ჩანდა.

აქამდე iPhone-ებში ოპერაციული მეხსიერება მაქსიმუმ 6 გიგაბაიტს აღწევდა, რაც შესასრულებელი ამოცანების უმეტესობისთვის, მათ შორის ფოტოების დამუშავებისა და ვიდეოთამაშებისთვის სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომ Ram-ის გაზრდა არ იგეგმება და iPhone 14-ის ყველა მოდელს 6 გიგაბაიტიანი RAM იქნება, ასე რომ, ამ სიახლეს ბოლომდე ნუ ენდობით.

აღსანიშნავია, რომ 8 გიგაბაიტი RAM აიფონისთვის კარგი მაჩვენებელია, თუმცა ანდროიდების სამყაროში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მეტიც, შესაძლოა, თქვენს ჩვეულებრივ, საშუალო დონის ანდროიდს 12 გიგაბაიტი RAM-იც ჰქონდეს, ბევრ საშუალო დონის სმარტფონს 8 გიგაბაიტიანი RAM-იც აქვს, ამაზე დაბალი ოპერაციული მეხსიერება კი მათგან ძალიან ცოტას შეიძლება ჰქონდეს. ასე რომ, თუ Naver-ში გავრცელებული ინფორმაცია მართალია, ეს Apple-ისთვის დიდი არაფერი მიღწევა იქნება.

რა ფუნქციას ასრულებს RAM სმარტფონებში?

ზოგადად, RAM არის ნებისმიერი ტექნოლოგიური მოწყობილობის მოკლევადიანი მეხსიერება, რომელიც იმ ამოცანების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში ასრულებთ. ნაკლებად სავარაუდოა, მომხმარებელს სმარტფონზე რაიმე მაღალი ინტენსივობის პროცესის შესრულება მოუწიოს, რაც ისეთივე დიდ ოპერაციულ მეხსიერებას საჭიროებს, როგორიც ვიდეო თამაშების კონსოლსა ან კომპიუტერს აქვს.

ამოცანები, რომლებიც ყველაზე მეტ მეხსიერებას მოითხოვს, სმარტფონებისთვის ვიდეოებისა და ფოტოების დამუშავებაა, მაგრამ 8 გიგაბაიტიანი RAM ამ დავალებების შესასრულებლად და ვიდეოთამაშებისთვის სრულიად საკმარისია.

თუ Apple გადაწყვეტს, iPhone 14 Pro-ის ოპერაციული მეხსიერება, მის წინამორბედთან შედარებით, 2 გიგაბაიტით გაზარდოს, მაშინ არსებობს შანსი, რომ Apple მომხმარებლებს ამას არ გააგებინებს.

როდესაც iPhone გამოდის ხოლმე, Apple დეტალურად განიხილავს ხოლმე ცვლილებებისა და სპეციფიკების უმეტესობას, რაც სმარტფონს მისი წინამორბედებისგან განასხვავებს. თუმცა, მახასიათებლების ნაწილზე იგი საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, კომპანიას ახალი iPhone-ის წარდგენისას მისი ბატარეის ტევადობა არასდროს გამოუცხადებია. ამიტომ, ამ მახასიათებლის გასაგებად გვიწევს დაველოდოთ, როდის დაშლის ვინმე სმარტფონს ნაწილებად და როდის გაარკვევს ბატარეის ტევადობას თვითონვე.

RAM კიდევ ერთი მახასიათებელია, რომელსაც Apple, ზოგადად, არ განიხილავს და ამ შემთხვევაშიც სმარტფონის დაშლის იმედად ვრჩებით.

ასე რომ, ალბათ მოგვიწევს დაველოდოთ, როდის გამოუშვებს კომპანია iPhone 14-ს, რათა გავიგოთ, ექნება თუ არა iPhone Pro-სა Pro MaX-ს 8 გიგაბაიტიანი ოპერაციული მეხსიერება.