ამ რთულ დროს, მინდა მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ — გახარია
პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და ამბობს, რომ საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსეთის აგრესიის ფასი. მისი განცხადებით, მსოფლიომ აღარ უნდა დაუშვას ის, რაც 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში მოხდა.
"ამ რთულ დროს, მინდა ჩემი მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინისა და უკრაინელი ერის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის, რუსული აგრესიის ფასი. ჯერ კიდევ 2008 წელს საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი იყო, დღეს მსოფლიო ვერ დაუშვებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას. დიდება უკრაინას", — წერს გახარია Twitter-ზე.
დღეს, 19 თებერვალს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა საქართველოში, რაიან ჰარისის განაცხადა, თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს დიპლომატიურ მცდელობებს და შეიჭრება უკრაინაში, აშშ პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტად უპასუხებს. მისი თქმით, დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად.
მან ვიდეომიმართვაში რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველები ამას კარგად იცნობენ და იციან რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი.
უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა იმატებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მიზანში უკრაინის დედაქალაქს, კიევს ამოიღებენ.
18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ზელენსკის ბრძანებით უკრაინის ჯარი თავდასხმას აპირებდა. უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მიმართა და ეს ცნობები უარყო. ამ ცნობებს სიცრუე უწოდა ზელენსკის ოფისმაც. როგორც მათ აღნიშნეს, რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათ პროცოცირებას.
თვითაღიარებულმა ლიდერებმა კი მოუწოდეს ადგილობრივებს, რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამ დასახლებიდან "დევნილებს" ერთჯერადად 10 000 რუბლს გადაუხდის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობები, დონეცკსა და ლუგანსკზე შეტევის შესახებ. მათივე თქმით, სიცრუეა ისიც, რომ დონბასში დივერსია იგეგმება.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
კომენტარები