გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე ავტომანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ბიტუმი დაიღვარა და გამოიწვია როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება.

მათივე ცნობით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით ადგილზე შესაბამისი სინჯები აიღეს, რის შედეგებზე დაყრდნობითან დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მიწის ა და წყლის ობიექტების დაბინძურებას ნიშნავს.