ალტეს სტარტაპ მარათონი, რომელიც მოსწავლეებს ოცნებების რეალობად ქცევაში დაეხმარება
სკოლის დამამთავრებელ კლასებში სამომავლო გეგმებზე ფიქრს ვიწყებთ და ვცდილობთ, საუკეთესო პროფესიული არჩევანი გავაკეთოთ, რომელიც ჩვენი ძლიერი მხარეების ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს და მისწრაფებების რეალობად ქცევაში დაგვეხმარება. ამიტომ, ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც ჩვენს წინაშე არსებულ შესაძლებლობებს უკეთ დაგვანახებს.
ალტე უნივერსიტეტის ინიციატივითა და თიბისი Z-ის, სტარტაპერისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, პირველი მასშტაბური Start-up მარათონი იწყება, რომელიც მოსწავლეებს მიზნებისა და ოცნებების რეალობად ქცევაში დაეხმარება, ჩანაფიქრზე პროფესიონალებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს და მომავლის დაგეგმვაშიც დაეხმარება. მარათონის პარტნიორია ისრაელის საელჩო, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia და ონლაინ გამოცემა — ახალი განათლება.
"მარათონი უფროსკლასელებისთვის დაიგეგმა, რაც საუკეთესო ასაკია, რომ მოსწავლეებმა საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევაზე ფიქრი დაიწყონ და დაინახონ, რომ მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ. თანაც, ამ ასაკში მოზარდები სამომავლო პროფესიაზე ფიქრსაც იწყებენ და გეგმებს აწყობენ. შესაბამისად, გვინდა ვიყოთ ამ გარდამტეხი მომენტის ნაწილი, რომელიც მოსწავლეებს უკეთ დაანახებს იმ შესაძლებლობებს, რაც მეწარმეობის მიმართულებით აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა, სანამ დიდ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, გაიღრმაონ ცოდნა ამ მიმართულებით და საკუთარი იდეების რეალობად ქცევა შეძლონ", — აღნიშნავს თეონა დალაქიშვილი, სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი.
ეს პირველი სტარტაპ მარათონია საქართველოში, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება და მეორე ეტაპზე გადასვლას 60-მდე ადამიანი შეძლებს. მარათონში მონაწილეობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად იქნება შესაძლებელი, ამისთვის აუცილებელია გქონდეთ რეალური ბიზნეს-იდეა და 28 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
თეონა დალაქიშვილის თქმით, ეძებენ იდეებს, რომლებიც არამხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებს ითვალისწინებს, არამედ ფარავს იმ საჭიროებებს, რაც ბაზარზე არსებობს.
"ჩვენ მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით არსებულ იდეებს კი არ ვეძებთ, არამედ კარგად გაწერილ გეგმას და ცხად მიზანს, რომელსაც გუნდის მიერ წარმოდგენილი იდეა ემსახურება — რა მოთხოვნებს პასუხობს, რამდენად არსებობს მისი საჭიროება, რამდენად ითვალისწინებს იმ რეალობას, რომლისთვისაც იქმნება, რამდენად რეალურია იდეის განხორციელების შესაძლებლობა და რამდენად დიდია იმ გუნდის მოტივაცია, რომელსაც განაცხადი შემოაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მარათონის მონაწილემ რეალურად შეძლოს პროტოტიპის, პირველადი პროდუქტის შექმნა", — აღნიშნავს თეონა.
Start-up მარათონის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები ელოდებათ:
- სწავლის დაფინანსებისა და ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისგან;
- 5000-ლარიანი ჯილდო გამარჯვებული გუნდისთვის თიბისი Z-სა და სტარტაპერისგან;
- განსაკუთრებული პრიზი რჩეულ გუნდს ისრაელის საელჩოსგან;
- ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპების დამზადებაში მხარდაჭერა GITA-სგან;
- ალტე უნივერსიტეტის Start-up გარაჟის მეშვეობით ბიზნეს იდეის განვითარების ხელშეწყობა;
- რჩეული გუნდის მედია მხარდაჭერა Entrepreneur Georgia-ს ელექტრონულ პორტალზე.
- თუმცა თეონა გვიხსნის, რომ პრიზის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი იმ უკუკავშირის მიღება და კავშირების დამყარებაა, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი იდეის დახვეწაში და რეალობად ქცევაში დაეხმარება.
თუმცა თეონა გვიხსნის, რომ პრიზის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი იმ უკუკავშირის მიღება და კავშირების დამყარებაა, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი იდეის დახვეწასა და რეალობად ქცევაში დაეხმარება.
"ერთია პრიზების მოპოვება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, რაც გუნდებს ბიზნეს მოდელის შექმნასა და ბიზნეს ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მოსწავლეებს საინტერესო ადამიანების გაცნობის, საკუთარი იდეის პროფესიონალებთან ერთად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.
მეორე ეტაპის მონაწილეებს მრავალმხრივი ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომელიც დაფარავს ყველა დეტალს, რაც იდეის რეალობად ქცევაში დაეხმარებათ, იქნება ეს იდეის უფრო მეტად განვითარება, გუნდის წევრების სწორი მიმართულებით ჩართვა, ინოვაციური მიდგომების ათვისება, რესურსების მობილიზება თუ სათანადო პრეზენტაციის მომზადება", — გვეუბნება ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი.
მეორე ეტაპი ჰიბრიდულ ფორმატში იქნება, რაც ონლაინ ტრენინგებსაც ითვალისწინებს და მენტორთან ინდივიდუალურ მუშაობასაც, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლებს გუნდებთან, რათა ჟიურისთვის წარსადგენად ღირსეული პრეზენტაციის მომზადება შეძლონ.
ალტე უნივერსიტეტის მარათონი ყოველწლიური იქნება და მონაწილე სკოლებთან სამომავლო ურთიერთობასაც გეგმავენ, რაც არაერთ გეგმას ითვალისწინებს, მათ შორის, სკოლებში სტარტაპ კლუბების შექმნასა თუ სხვა მხარდაჭერას, რაც მოსწავლეების მოტივირებას ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მარათონზე რეგისტრაციის ბოლო დღეა. დარეგისტრირდი და გამოიყენე შანსი, რომ შენი ოცენებები რეალობად აქციო.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები