ჩინეთმა ცენზურის გამო Friends-დან გეი პერსონაჟების სცენები წაშალა
ჩინეთში Friends-ის განსაკუთრებული პოპულარობის გამო რამდენიმე გასართობმა პლატფორმამ, მათ შორის Tencent-მა, სერიალის პირველი სეზონის ჩვენება დაიწყო.
Friends-ის ჩინელმა ფანებმა, რომლებსაც სერიალი აქამდეც უნახავთ, შენიშნეს, რომ გასართობ პლატფორმებზე განთავსებული შოუდან გეი პერსონაჟების სცენები ამოღებულია. სერიალიდან მთლიანად წაშლილია ის ეპიზოდი, რომელშიც როსი თავისი ყოფილი ცოლის შესახებ ამბობს, რომ ის ლესბოსელია. ზოგიერთმა მაყურებელმა კი ისიც შენიშნა, რომ LGBTQ+ პერსონაჟების ფრაზები თარგმნისას შეცვლილია, განსაკუთრებით კი ის დიალოგები, რომლებიც სტრიპტიზ კლუბსა და ორგაზმს ეხება.
ამ ფაქტს Weibo-ზე Friends-ის მილიონობით ფანი გამოეხმაურა. "დღეს ჩინეთში არა მხოლოდ Friends-ის მსგავსი სატელევიზიო შოუ არ არსებობს, რომელშიც გეი პერსონაჟები მონაწილეობენ და სხვა სცენებთან ერთად მათ ისტორიებსაც ვისმენთ, არამედ უცხოური სერიალებიდანაც კი იკრძალება ასეთი შინაარსის ჩვენება. არ მესმის, რატომ ამოჭრეს გეი პერსონაჟების სცენები. შოუში მოქმედება 30 წლის წინ ვითარდება, ჩვენ კი განვითარების მხრივ, ახლა ამაზე უკან მივდივართ", — წერს ერთ-ერთი ფანი.
ჩინეთში პირველად 2016 წელს შემოიღეს კანონი, რომელიც ტელევიზიაში LGBTQ+ და ქორწინების გარეშე ურთიერთობაში მყოფი ადამიანების გამოჩენას კრძალავს. რაც შეეხება LGBTQ+ გამოცემებს, ვებგვერდებს თუ ამ თემასთან დაკავშირებულ ჯგუფებს, ყველა მათგანი გაუქმდა.
გასული თვის დასაწყისში პლატფორმა Tencent-ზე Fight Club განსხვავებული ფინალით განათავსეს. როგორც ფილმის ერთ-ერთი მაყურებელი ამბობს, ჩინური ვერსიის მიხედვით, Fight Club-ში "ყველაფერი ძალიან სწრაფად გაირკვა და პოლიციამ ყველა დამნაშავე დააკავა". 2019 წელს გადაღებული Bohemian Rhapsody-დან კი რამდენიმე სცენა ამოჭრეს, სანამ ფილმი ჩინეთის კინოთეატრებში გამოვიდოდა.
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
კომენტარები