საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, გადაცემას ცენზურასთან სერიოზული პრობლემა ჰქონდა — დარსალია
გადაცემა ახალი კვირის ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, ანუ იმ ადამიანების ჩამონათვალი, თუ ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა.
"იყო სხვადასხვა მიმართულების თემების დაბლოკვა, იყო შავ სიებთან დაკავშირებით, ამას პირველად ვამბობ ახლა, თუმცა არ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. სასამართლომდე მივალთ ჩვენ აუცილებლად და სასამართლოზე ვილაპარაკებ ყველა დეტალზე საერთოდ... შავი სიები ნიშნავს ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა.
ეს პრობლემები ერთი პერიოდი მოვაგვარეთ, მინდა ვთქვა, რომ არხის დირექტორის ჩარევით მოგვარდა ეს პრობლემები. გეტყვით, რომ 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში, ახალ კვირაში პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული, თუმცა არხის დირექტორთან მოლაპარაკებით, ის ჩაერია, ამას ხაზს ვუსვამ, პოლიტიკა დაბრუნდა. ყველა პრობლემური საკითხი ეთერს დაუბრუნდა. ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი ახალი კვირის გუნდისთვის", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, გადაცემას ცენზურასთან და სარედაქციო პოლიტიკასთან ჰქონდა სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში.
"გადაცემას ჰქონდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ცენზურასთან სერიოზული პრობლემა და გადაცემის სარედაქციო პოლიტიკასთან ჰქონდა სერიოზული პრობლემა. ამას, ალბათ, ახალი კვირის ჟურნალისტები დაგიდასტურებენ. მე 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი ტოპმენეჯმენტიდან დაწყებული ყველა რგოლთან მემუშავა, რომ პრობლემები მოგვეგვარებინა იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი", — აცხადებს იმედა დარსალია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის წამყვანმა, იმედა დარსალიამ დღეს 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. როგორც On.ge-ის დარსალია ეუბნება, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ აღარ არის გადაცემის წამყვანი. დარსალიას თქმით, უთხრეს, რომ გადაცემა "ფორმატს" იცვლის.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები