რუსეთი ცრუ ნარატივებს ავითარებს, რათა სამხედრო მოქმედებების საბაბად გამოიყენოს — პრაისი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთი ცრუ ნარატივებს ავითარებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების საბაბად გამოსაყენებლად.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ და მსოფლიო ამისათვის ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად. ეს, შეიძლება, მოიცავდეს დონბასში უკრაინის სამხედრო მოქმედებების შესახებ ბრალდებებს, ცრუ ბრალდებებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს აქტივობებზე ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში, თუნდაც უკრაინის ან NATO-ს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრაზე", — თქვა მან.
მისი განცხადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებები მათი ცნობილი სცენარის ნაწილია, რომელიც უკრაინასა და საქართველოში გამოიყენა.
"რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დეკემბერში NATO და აშშ პროვოცირების დაგეგმვაში დაადანაშაულა დონბასის რეგიონში ტანკებით "ამოუცნობი ქიმიური კომპონენტების" შეტანის გზით უკრაინის მიერ გამოსაყენებლად. ეს არის პირდაპირ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული სათამაშო წიგნიდან, მათ შორის მისი წინა შეჭრიდან უკრაინასა და საქართველოში", — ამბობს პრაისი.
პრესსპიკერის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ მათ ჯარები გაჰყავთ, ბოლო კვირებში სახეზეა საპირისპირო.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიპოვოთ მშვიდობიანი გადაწყვეტა იმ კრიზისისა, რაც მოსკოვმა უაზროდ გამოიწვია, თუმცა ეს ძალისხმევა, როგორც ვთქვით, ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ რუსეთის ფედერაციას დეესკალაცია სურს.
ძალიან გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ფაქტობრივად, ბოლო კვირებში ვნახეთ საპირისპირო, მეტი რუსული ძალები და არა ნაკლები საზღვრებთან. ისინი გადადიან საბრძოლო პოზიციებზე, ეს ღრმა შეშფოთების მიზეზია", — აცხადებს პრაისი.
რუსეთის მტკიცების პარალელურად, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან რუსული ჯარები გაჰყავთ, საერთაშორისო მედია, მათ შორის CNN და AP News, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსული ჯარისკაცების რიცხვი 7 000-ით გაიზარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.
ამას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ ამას რეალურად ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.
პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები