6 წლის ფეისლი შულტისი 2019 წელს ნიუ-იორკში გაუჩინარდა და პოლიცია ბავშვს 2 წლის განმავლობაში ეძებდა. ცოტა ხნის წინ ბავშვი ბაბუის სახლში იპოვეს, სადაც დედასთან ერთად ხის კიბის შიგნით იმალებოდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვი ბიოლოგიურმა მშობლებმა მოიტაცეს მას შემდეგ, რაც მასზე მეურვეობა დაკარგეს.

პოლიციელებმა შეტყობინება მიიღეს, რომ ბავშვი ბაბუის სახლში ჰყავდათ. როცა სახლს ჩხრეკდნენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა შენიშნა, რომ ხის კიბის საფეხურები უცნაურად გამოიყურებოდა. საფეხურების გახსნის შემდეგ მასში დამალული ბავშვი დედასთან ერთად აღმოაჩინეს.

"ვფიქრობთ, რომ 2 წლის განმავლობაში, რამდენჯერაც მათ სახლში საქმის ახალი დეტალებით მივედით, ბავშვი და დედა სწორედ აქ იმალებოდნენ", — აცხადებენ პოლიციაში.

ბავშვი თავს ჯანმრთელად გრძნობს და ის კანონიერ მეურვეს დაუბრუნეს, რომელთან ერთადაც გოგოს უფროსი და 2 წელია ცხოვრობს.

ბავშვის მშობლებსა და ბაბუას ბრალად სასამართლოს მიერ ბავშვისთვის დადგენილი მეურვეობის წესების დარღვევა და ბავშვის კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნა ედებათ.