კაცობრიობის გამარჯვება — "გარდაქმნის თერაპია" ახალ ზელანდიაშიც აიკრძალა
ახალ ზელანდიაში "გარდაქმნის თერაპიის" აკრძალვის კანონი მიიღეს, რომელსაც ეროვნული პარტიის 112-მა წევრმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 8 იყო მოწინააღმდეგე.
"გარდაქმნის თერაპია" არამეცნიერული პრაქტიკაა, ხშირად რელიგიური ჯგუფების მხრიდან გამოყენებული, რომლის მიხედვითაც, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა და "განკურნება" შესაძლებელია.
ახალ ზელანდიაში კანონი, რომელიც "გარდაქმნის თერაპიას" კრძალავს, გასულ სამშაბათს მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 18 წლამდე მოზარდსა და ბავშვზე ამ პრაქტიკის განხორციელება 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. გარდა ამისა, მთავრობის განმარტებით, ნებისმიერი ასაკის ადამიანის მიმართ გამოყენებული ეს პრაქტიკა თუ ვინმეს "სერიოზულ ზიანს" მიაყენებს, მაშინ მსგავსი ფაქტი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
"როცა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ უამრავ კანონს იღებდნენ, რელიგიურ ოჯახში ვიზრდებოდი. როცა გამბედაობა მოვიკრიბე და ოჯახს ჩემი ორიენტაციის შესახებ ვუთხარი, მათ სიყვარულით მიმიღეს, თუმცა ყველას ასე არ გაუმართლა", — ამბობს ახალი ზელანდიის ვიცე-პრემიერი გრანტ რობერტსონი.
"ყველას, ვისაც "გარდაქმნის თერაპია" უკვე მძიმედ შეეხო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავუქრობთ მიყენებულ ტკივილს, მაგრამ იმის პირობას ვაძლევთ, რომ ისინი და მომავალი თაობები ამ პრაქტიკისგან თავისუფლები არიან. ჩვენ მხარდაჭერასა და სიყვარულის გპირდებით, რომელიც აქამდე არ მიგიღიათ", — დასძინა ახალი ზელანდიის ვიცე-პრემიერმა და ასე გამოუცხადა მხარდაჭერა წარსულში დაზარალებულ ადამიანებს.
"გარდაქმნის თერაპიის აკრძალვა არა მხოლოდ ლგბტქ+ საზოგადოების გამარჯვებაა, არამედ ეს კაცობრიობის გამარჯვებაცაა. ქვიარ ადამიანებს მიღება არ სჭირდებათ, ამ ეტაპზე მათ გათავისუფლება სჭირდებათ", — ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ "გარდაქმნის თერაპია" ადამიანებში "თვითშეფასების დაკარგვას, შფოთვას, საკუთარი თავის სიძულვილს, სირცხვილსა და დანაშაულის გრძნობას, სუიციდის მცდელობებს, სექსუალურ დისფუნქციას" და მრავალ სხვა პრობლემას იწვევს. სტატისტიკის მიხედვით, ახალ ზელანდიას ახალგაზრდებში თვითმკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, რომლის დიდი ნაწილიც ლგბტქ+ ახალგაზრდები არიან.
სახლი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრია.
ის საშუალებას გაძლევთ, გაუმკლავდეთ ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:
→ ნარკოტიკზე, ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე, თამაშზე დამოკიდებულებები და სხვადასხვა კომპულსიური ქცევები
→ კვებითი აშლილობა
→ შფოთვა
→ დეპრესია
→ ტრავმა
→ მწვავე სტრესი და ადაპტაციის პრობლემები.
ლიცენზირებული სპეციალისტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი ბენეფიციარს სთავაზობს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამას, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ინტერვენციას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები