Spider-Man: No Way Home-მა ჩრდილოეთ ამერიკაში შემოსავლით ჯეიმს კამერონის 2009 წლის გახმაურებულ ფილმს, ავატარს გაუსწრო და ამჟამად რეგიონში ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მესამე ადგილზეა.

სპაიდერმენის შემოსავალი ამჟამად $760,9 მილიონს შეადგენს, თუმცა კინოსამყაროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მარველის ახალი ფილმი წინ ვეღარ წაიწევს. რეგიონში პირველ ადგილს Star Wars: The Force Awakens $936 მილიონით, მეორე ადგილს კი $858 მილიონით Avengers: Endgame იკავებენ. ექსპერტების განცხადებით, სპაიდერმენს დამატებით $100 მილიონის მიღება ძალიან გაუჭირდება.

Spider-Man: No Way Home ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მეექვსე ადგილზე $1,8 მილიარდითაა. 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფილმს, რომლის სათავეშიც ავატარია, $2 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ტომ ჰოლანდის სპაიდერმენის ტრილოგიის დასკვნითი ფილმი პანდემიის ეპოქაში პირველია, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. ფილმი 2021 წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენადაა შეფასებული, რადგან მაყურებელმა ერთ ფილმში 3 თაობის სპაიდერმენი — ტობი მაგუაირი, ენდრიუ გარფილდი და ტომ ჰოლანდი იხილა.

ცოტა ხნის წინ სპაიდერმენის წარმატებას ფილმის ვარსკვლავი, ტომ ჰოლანდი ყბადაღებული შეხვდა. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება, როცა გაიგებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში სპაიდერმენმა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმს, ავატარს გაასწრო?

ამავე თემაზე: