სოციალურ ქსელში პოსტების გამო კანიე ვესტს კიმის შევიწროებაში ადანაშაულებენ
თუ პოპკულტურის სიახლეებს თვალს ადევნებთ, კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის განქორწინების შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ. ამის მიუხედავად, კანიესა და კიმს შორის მოვლენების განვითარებისათვის თვალის მიდევნება საკმაოდ რთულია, რადგან დღე არ გავა, რომ კანიემ სოციალურ ქსელებში ყოფილი ცოლის ან მისი ახალი შეყვარებულის შესახებ ახალი პოსტი არ დაწეროს.
მას შემდეგ, რაც მსოფლიომ კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანის შესახებ შეიტყო, კანიე წყვილის შესახებ განცხადებებს ხშირად აკეთებს. ამ ხნის განმავლობაში კანიემ ხან განქორწინების ფაქტი უარყო, ხანაც ღმერთს საჯაროდ სთხოვდა კიმთან შერიგებას. მუსიკოსმა შეყვარებულ ჯულია ფოქსთან დაშორებისთანავე კიმს ვარდებიც კი გაუგზავნა.
კანიემ კიმისა და პიტის ურთიერთობა საკუთარ სიმღერებშიც ახსენა, ასევე განაცხადა, რომ პიტთან მეგობრობის გამო ამერიკელ რეპერ Kid Cudi-ისთან თანამშრომლობასაც წყვეტდა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ უამრავ პოსტსა და განცხადებას შორის საზოგადოება ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ კანიემ ჯერ პიტ დევიდსონთან, შემდეგ კი კიმ კარდაშიანთან პირადი მიმოწერა მათი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა.
"როგორც კაცი, გპირდები, რომ შენსა და შენს შვილებს შორის არასდროს ჩავდგები. როგორ გადაწყვეტთ თქვენი შვილების აღზრდას, თქვენი საქმეა და არა — ჩემი. იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღეს მათ გავიცნობ და ყველანი დავმეგობრდებით", — წერდა პიტი კანიეს.
კანიემ შეტყობინება გაასაჯაროვა და დაწერა, რომ პიტს ბავშვების გაცნობის უფლებას არ მისცემდა. მოგვიანებით, ოჯახთან დაბრუნების სურვილის რამდენჯერმე გამოთქმის შემდეგ კი სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ სადაც პიტს დაინახავდნენ, მისთვის ეყვირათ.
როგორც ჩანს, ეს მუქარა კიმისთვის, რომელიც სიტუაციის მოგვარებას აშკარად ზედმეტი აურზაურის გარეშე ცდილობს, საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მან კანიეს მისწერა, რომ მსგავსი განცხადებით ძალადობას აქეზებდა და კიმი შეყვარებულის უსაფრთხოებაზე ღელავდა. ეს შეტყობინება კანიემ საკუთარ სოციალურ ქსელებშიც გაავრცელა.
"საფრთხისშემცველ და საშიშ გარემოს ქმნი. ვინმე პიტს რაღაცას დაუშავებს და ეს შენი ბრალი იქნება", — წერს კიმი ყოფილ ქმარს.
საბოლოოდ, კანიეს განცხადებებმა და ქმედებებმა საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ კანიე ყოფილ ცოლს ავიწროებს. ისინი იმაზეც დარდობენ, რომ საზოგადოება ამ დაპირისპირებას სერიოზულად არ აღიქვამს და უბრალოდ ერთობა.
"ეს კაცი ყოფილ ცოლს სოციალურ ქსელებში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მის პარტნიორს ემუქრება. ამბობს, რომ ოჯახის დაბრუნება უნდა, მაგრამ ყოფილ ცოლს კვლავ შეურაცხყოფას აყენებს. ამის შემდეგ მას საჩუქრებს უგზავნის. ეს ძალადობრივი და მიზოგონიური ქმედებებია, მაგრამ რადგანაც ასე კანიე ექცევა კიმს, ყველა ხუმრობად თვლის. ამაზრზენია".
"ვინმეს რომ კიმის მდგომარეობაში მყოფი მეგობარი გვყავდეს და იმ ყველაფერს გვიყვებოდეს, რასაც მისი ყოფილი აკეთებს, აუცილებლად ვეტყოდით, რომ პოლიცია გამოეძახებინა და მისთვის ეჩივლა... ვიღაც ამ ქალს უნდა დაეხმაროს. ის ადევნებისა და შევიწროების მსხვერპლია".
"კანიე კიმს აედევნა, ავიწროებს და მასზე ძალადობს, მაგრამ ფანები მას ამის უფლებას აძლევენ. ყველას უნდა გრცხვენოდეთ, რომ კანიეს მხარს უჭერთ. ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება და ამაში სამარცხვინო არაფერია. იმედი მაქვს, კიმი შვილების უსაფრთხოებისთვის შემაკავებელ ორდერს გამოაწერინებს".
როგორც ჩანს, ფანების გაბრაზებამ კანიეს ყურამდეც მიაღწია. მან ინსტაგრამზე ყველა პოსტი წაშალა და ახალი ფოტო დადო, რომელშიც საზოგადოების განცხადებებს გამოეხმაურა:
"მივხვდი, რომ დიდი ასოების გამოყენებით წერა ხალხს აფიქრებინებს, რომ მათ ვუყვირი. ჩემს კომუნიკაციაზე ვმუშაობ...მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ მესიჯების გასაჯაროება გამაღიზიანებელი აღმოჩნდა და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს კიმს ვავიწროებ. ამის გამო ჩემს პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. ჯერ კიდევ ვსწავლობ. ყველაფერზე პასუხი არ მაქვს", — წერს რეპერი ინსტაგრამზე.
ჯერჯერობით საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, როგორ განვითარდება კანიესა და კიმს შორის საჯარო დაპირისპირება, თუმცა თუ უკვე მომხდარ ფაქტებს გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ ხმამაღალი განცხადებები არც მომავალში მოგვაკლდება.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
კომენტარები