უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც სამინისტრო Twitter-ზე წერს ოფიციალურ საიტზე DDOS შეტევა იყო. ამასთან, Unian-ის ცნობით, გათიშულია შეიარაღებული ძალების ოფიციალური ვებგვერდიც.

ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო მედიაც, მათ შორის, Reuters, რომელიც უკრაინის კიბერუსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ შეფერხებით მუშაობს ბანკების, Privatbank-ისა და Oshadbank-ის ვებგვერდებიც.

DoS attack ყველაზე გავრცელებული შეტევის ტიპია. ამ დროს თავდამსხმელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში ძალიან ბევრჯერ მიმართვით, ცდილობს ქსელის გადატვირთვას. მარტივად რომ ვთქვათ, ქსელს "ატყუებს", თითქოს ერთდროულად ბევრი მომხმარებელი შევიდა.

უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა იყო 13 იანვარსაც. საიტზე ჩანდა წარწერა, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს". მოგვიანებით, უკრაინამ დაადასტურა, რომ სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევის უკან რუსეთი იდგა.