პარადოქსია, რომ რამდენადაც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, უამრავ ადამიანს უმუშევრობის პრობლემა აწუხებს, ასევე ძალიან ბევრ დასაქმებულს აქვს პრობლემა სწორედ სამსახურის გამო.

ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან სულ მინიმუმ თავის გადასარჩენად, არც ისე იშვიათად გვიწევს ისეთ სამუშაოზე დათანხმება, რომლის გამოც შესაფერის ანაზღაურებას ან სამუშაო გარემოს ვერ ვიღებთ. შესაბამისად, ხშირია ისეთი პრობლემები, როგორიცაა მუდმივი სტრესი, შფოთვა, გადაღლა და გადაწვა, რაც ერთდროულად გვიქმნის როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს.

ეგეც რომ არა, ალბათ, სამსახურში ყველა ერთხელ მაინც შეუწუხებია მომაბეზრებელ თანამშრომელს, უხეშ უფროსს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, დაუფასებლობის განცდას, შეზღუდულ თავისუფლებას და კიდევ ვინ მოსთვლის რას აღარ.

ამ ყველაფერთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ხანდახან ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში გაცინებაც კი ბევრს შველის, ამიტომ რამდენიმე სასაცილო მიმს გთავაზობთ, რომლებშიც შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნოთ და სასურველია, მათზე სწორედ სამუშაო საათებში იცინოთ!

1. განსაკუთრებით მაშინ, თუ შვებულება გაქვს

2. დაუვიწყარი ხედი სამუშაო გარემოდან

3. "ხანდახან ელექტრონულ ფოსტაში ჩემს დაწერილ წერილებს გადავავლებ თვალს და დაჯერება მიჭირს, რომ ასეთი პროფესიონალი ვჩანვარ"

ფოტო: Giphy

4. "ყველაზე კარგი თანამშრომლის" საიდუმლო

5. ბარი-ბარში

6. პატივისცემით

7. "მიყვარს თუ არა ჩემი სამსახური? არა. მაგრამ ეს სამუშაო იმის საშუალებას მაინც მაძლევს, რომ წელიწადში ერთხელ კარგად დავისვენო და ის ვიყიდო ხოლმე, რაც მინდა? ასევე არა"

8. მერე რა, რომ დისტანციური მუშაობით შედეგები სულაც არ გაუარესებულა...

9. თავს უშველე!

10. ხელფასის მატება?!

11. როცა არა და არ მოვიდა სახლში წასვლის დრო

12. "სამსახურში ყალბი სიცილი დაუფასებელი უნარია"

ფოტო: Tenor

13. წარმატებული კარიერა

14. რა ხდება მაშინ, თუ სამივეს აერთიანებ?!

15. "იქნებ იმიტომ ვერ გიპოვე, რომ იქ გეძებ, სადაც არა ხარ..."

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.