თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. როგორც On.ge-ს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

On.ge, ასევე, დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციას მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.