ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტეს
პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილსა და დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა.
ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, 38 წინააღმდეგი იყო.
მისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზად მმართველი გუნდი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი.
12 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მუხლი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ თაღლითობაში ცნო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმდათ. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, 28 კი წინააღმდეგი იყო. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მას მანდატი არასაპატიო გაცდენების გამო შეუწყდა
ნათელაშვილმა, რომელიც პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ოპოზიციას ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებდა, 6 იანვარს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა მისთვის "სიკვდილი და შეურაცხყოფაა", მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესებზეა "პირადი ემოცია და შეურაცხყოფა ხანდახან მეორეხარისხოვანია". 10 თებერვალს კი თქვა, რომ პარლამენტში შედიოდა. თუმცა კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პლენარული სხდომის დღეს პარლამენტში ვერ მივიდოდა.
ელენე ხოშტარიას მანდატის შეწყვეტას მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.
ელენე ხოშტარიას პარლამენტში ევროპული საქართველოს სიით მოხვდა, 2020 წლის 20 დეკემბერს მან ევროპული საქართველო დატოვა, პარტია დროა შექმნა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. ხოშტარიას ხელი არც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტისთვის მოუწერია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები