დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ომიკრონის შტამის პიკს გადადის და სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შემთხვევების რაოდენობის კლება იქნება.

"ჩვენ გადავდივართ პიკს ომიკრონის ტალღის და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში თანდათან უკვე შემთხვევების კლების რაოდენობა უნდა გვქონდეს, თუმცა ეს შესაძლებელია გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მიზეზის გამო", — თქვა მან.

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 18 409, ხოლო გარდაიცვალა 51 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჯამში ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის, 39 936 ანტიგენ ტესტი, ხოლო 16 595 PCR ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33,7%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 32,01% ხოლო 7 დღის მანძილზე — 32,19%.