მიმდინარე წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში $168,8 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იმავე თვის მაჩვენებელს 12,7%-ით აღემატება.

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათალი, საიდანაც საქართველომ იანვარში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი მიიღო:

  1. იტალია — $33,3 მილიონი;
  2. რუსეთის ფედერაცია — $22,4 მილიონი;
  3. აშშ — $20,3 მილიონი;
  4. საბერძნეთი — $16,9 მილიონი;
  5. ისრაელი — $14,9 მილიონი;
  6. გერმანია — $8,8 მილიონი;
  7. ყაზახეთი — $6,6 მილიონი;
  8. თურქეთი — $6,3 მილიონი;
  9. უკრაინა — $5,5 მილიონი;
  10. აზერბაიჯანი — $4,4 მილიონი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 23,3 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი თანხა რუსეთში ($5,9 მილიონი), თურქეთსა ($5,1 მილიონი) და უკრაინაში ($2,1 მილიონი) გაიგზავნა.