ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში სამ გამორჩეულ მეცნიერ ქალს შორის დაასახელეს.

სტატიაში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, აღწერილია კარიერის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი NATO-ს პროგრამის — მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის — მონაწილე სამი მეცნიერი ქალის გამოცდილება და განვლილი გზა.

სტატიაში აღნიშნულია პროფესორ ქეთევან კუპატაძის 20-წლიანი გამოცდილება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით და ის დასახელებულია, როგორც მაგალითი და მოტივის მიმცემი ახალგაზრდა ქალი მეცნიერებისთვის.

„ყოველი ახალი კვლევით უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე, რადგან ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა სიახლის უსასრულო ძიებაა“, – ქეთევან კუპატაძე.

ქეთევან კუპატაძე NATO-ს პროგრამის — მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS) — ფარგლებში მიმდინარე კვლევაშია ჩართული და ქმნის უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელს, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის, განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურებისას.

კვლევა ილიაუნის, ვენეციის კაფოსკერის უნივერსიტეტის (იტალია), კონსორციუმისა CISNA (იტალია) და პერდუს უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობით მიმდინარეობს. სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.