ვინ აირჩიეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით კარლო კაციტაძე აირჩია. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას 76-მა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგი იყო.
ახალი სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქართულმა ოცნებამ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გადაწყვიტა. ორი ახალი: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. კანდიდატების შერჩევის პარალელურად არასამთავრობო სექტორი მოუწოდებდა საკონსტიტუციო სასამართლოს თოლორაიას სარჩელი პრიორიტეტულად და დროულად განეხილა. მათი განმარტებით, ეს აუცილებელი იყო, რადგან პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესი შეჩერებულიყო.
გასაუბრება პარლამენტში
პარლამენტში გასაუბრების დროს, კარლო კაციტაძემ განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და თანამშრომლების პოლიტიკური გავლენებისგან დასაცავად. ამის შემდეგ კი სწორედ დამოუკიდებლობაზე დასმული კითხვა, მისი დისკრიმინაციის მცდელობად შეაფასა. დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კაციტაძეს ჰკითხა, როგორ შეძლებდა "დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მისი საპროკურორო საქმიანობის გათვალისწინებით, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეების პროკურორი იყო".
კაციტაძემ ჩამოთვალა საქმეები და დაინტერესდა, რომელი მათგანი იყო პოლიტიკური. მან დეკანოიძეს მიმართა:
"ფოტოგრაფების საქმე იყო პოლიტიკური? კობა დავითაშვილის ცემის საქმე იყო პოლიტიკური? ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორ შეიყვანეს და გადამალეს.
აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე იყო პოლიტიკური?! სადაც ადამიანებმა კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და მერე მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით დაიბარეს და ღვინის ქარხანა ჩამოართვეს.
2011 წლის მაისის აქციიდან გატაცებული ხალხი ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ შეიყვანეს, 15 ადამიანი, მაისურების გახდას აიძულებდნენ, არეცხინებდნენ იატაკს და მერე ამ ტალახიან მაისურებს აცმევდნენ. "კაპეზეში" მიშა მაგარიაზე რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?" — თქვა კაციტაძემ.
კანდიდატმა მიიჩნია, რომ შეკითხვა ემსახურებოდა არა მისი სტრატეგიის გაცნობას, არამედ მისი და თავად პროცესის დისკრედიტაციას.
"თუ ამ სამსახურმა, რომელსაც ყოფილი პროკურორები ხელმძღვანელობდნენ, დამოუკიდებლად იმუშავა და თქვენი მოწონება დაიმსახურა, მაშინ ჩემთან მიმართებით ეს ლოგიკა რატომ მუშაობს საწინააღმდეგოდ? აბა, საიდან უნდა მიდიოდეს საგამოძიებო ორგანოში თანამშრომელი?! პროკურატურაში არიან ყველაზე მაღალკვალიფიციური სისხლის სამართლის სპეციალისტები, რომელთაც აქვთ გამოცდილება საგამოძიებო მიმართულებით", — თქვა კაციტაძემ.
როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდა, არ უხსენებია არსებული ხარვეზები და საერთაშორისო კრიტიკა ამ მიმართულებით, გაიხსენა ყოფილი ხელისუფლების პერიოდი და დღევანდელი ციფრები ძველს შეადარა.
"2012 წლამდე გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი იყო 0,1 %, რაღაც თვეებში შეიძლება მაქსიმუმ 0,3%-ზე ასულიყო. როგორც მე ეს რიცხვები შევისწავლე, დღეს კი არის 9,7%, ანუ 10%-მდე და ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში 100 საქმიდან 50-ზე საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ანუ ბრალდებული და პროკურატურა თანხმდებიან", — ისაუბრა მან.
ჯანაშვილის პროფესიული გამოცდილება
დოკუმენტების მიხედვით, მან 2007 წელს დაასრულა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს პროკურატურაში. 2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, შემდეგ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2012 წლიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობს, ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. 2013-2015 წლებში იკავებდა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველსოს უფროსის პოზიციას.
კაციტაძე დღემდე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი და სპიკერ-პროკურორი იყო.
უკვე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ფლობს ინგლისურ ენას.
პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაჩქარებულად განიხილა და გასული წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად კი ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნა.
კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის, ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით.
ლონდა თოლორაიას შეფასებით, ეს არის შტურმი სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასოდეს არავის უთანხმებდა. მისი თქმით, მმართველ პარტიას სამსახურის გაუქმების შესახებ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სამშობიაროდან უწყების გაძლიერების პროექტს წერდა, პარლამენტი მისი გაუქმების შესახებ კანონპროექტს ამზადებდა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები