13 თებერვალს ლოს-ანჯელესში Super Bowl ჩატარდა, რომელშიც ტრადიციულად ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ. წელს მაყურებლების ყურადღება ემინემმა მიიპყრო, რომელმაც თავისი ცნობილი ჰიტის, სახელად Lose Yourself-ის, შესრულებისას დაიჩოქა.

ემინემის ამ ჟესტის მნიშვნელობა კამათის საგანი გახდა და დამსწრეთა ნაწილმა ის ამერიკული ფეხბურთის ყოფილ მცველს, კოლინ კაპერნიკს, დაუკავშირდა, რომელმაც ადრე დაჩოქებით პოლიციის სისასტიკე და რასობრივი დისკრიმინაცია გააპროტესტა. კაპერნიკმა 2016 წლის ერთ-ერთ თამაშზე ეროვნული ჰიმნის დროს დაიჩოქა და პროტესტი ამ ფორმით გამოხატა.

2016 წლის შემდეგ ეროვნული ჰიმნის დროს მრავალმა სპორტსმენმა დაიჩოქა და კაპერნიკის მიმართ სოლიდარობა ასე გამოხატა. რაც შეეხება ემინემს, მომღერალმა კაპერნიკს თავისი გამოსვლების დროს უკვე ბევრჯერ დაუჭირა მხარი.

BET Hip Hop Awards-ზე წარმოდგენილი რეპით ემინემმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და კაპერნიკის გზავნილს რასიზმისა და პოლიციის წინააღმდეგ მიესალმა. ემინემმა კაპერნიკი თავის 2017 წლის სიმღერის ტექსტში, სახელად Untouchable, მოიხსენია და სოლიდარობაც გამოხატა.

ამ წლის Super Bowl განსაკუთრებული იყო იმ მხრივ, რომ შოუს შემსრულებლების ძირითადი ნაწილი ჰიპ-ჰოპის მომღერლები იყვნენ. ემინემის გარდა, 2022 წლის Super Bowl-ზე მონაწილეობას იღებდნენ Dr. Dre, კენდრიკ ლამარი, Mary J. Blige და Snoop Dogg.