პარაგვაიში ანტივაქსერებმა ცალკე დასახლება შექმნეს, რათა "მატრიცას თავი დააღწიონ"
პარაგვაის ერთ-ერთ ღარიბ რეგიონში ანტივაქსერები და "კონსერვატიული თავისუფლად მოაზროვნეები" ცალკე დასახლებაში, სახელად "მწვანე სამოთხეში" ცხოვრობენ. "მწვანე სამოთხე" 2016 წელს დაარსდა. ვებგვერდის მიხედვით, დასახლება იმ "თავისუფლად მოაზროვნე" ადამიანებს აერთიანებს, რომელთაც სურთ, მატრიცას, 5G-ს, სავალდებულო ვაქცინაციას, კოვიდრეგულაციებს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეჟიმებს თავი დააღწიონ.
პანდემიის გავრცელების ფონზე დასახლებაში მცხოვრებთა რიცხვი გაიზარდა. "მწვანე სამოთხეში" მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს გერმანელი, შვედი და ავსტრიელი იმიგრანტები წარმოადგენენ. "მწვანე სამოთხის" შემქმნელების თქმით, მალე მოსახლეობის რიცხვი 150-დან 3 000-მდე გაიზრდება.
"მწვანე სამოთხე" საკუთარ იუთუბარხზე ვიდეოებსაც ავრცელებს, რომლებიც პანდემიის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს ეძღვნება და ქადაგებს, რომ ვირუსი, რომელმაც მსოფლიოში 5 მილიონზე ადამიანი იმსხვერპლა, არ არსებობს.
"უამრავი მოხუცი მოდის. ისინი ხვდებიან, რომ მოხუცთა თავშესაფარში ვაქცინაციის შემდეგ უამრავი ადამიანი კვდება. 40 წელს გადაცილებული ადამიანები აქ თავშესაფრის საძებნელად შვილებთან ერთად მოდიან", — განუცხადა დასახლების გერმანელმა წარმომადგენელმა გამოცემა The Guardian-ს.
რეგიონში ანტივაქსერების დასახლების შექმნა განსაკუთრებით აღელვებთ პარაგვაის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს. ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლის, ნადია რივეროსის მიხედვით, რეგიონისთვის პანდემია ისედაც დამანგრეველი აღმოჩნდა, რადგან შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ.
"არ გვინდა, ეს ყველაფერი ხელახლა გადავიტანოთ. ვფიქრობ, უცხოელები ჩვენს ქვეყანაში შემოსვლამდე უნდა აიცრან", — აცხადებს რივეროსი.
ცოტა ხნის წინ პარაგვაიში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო. ახალი რეგულაციის მიხედვით, ქვეყანაში შემოსულ არარეზიდენტ უცხოელებს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ევალებათ.
"მწვანე სამოთხის" წარმომადგენლები მედიისა და მსოფლიოს დაინტერესებასა და კრიტიკას მალევე გამოეხმაურნენ:
"ჩვენ ანტივაქსერები კი არ ვართ, არამედ ვფიქრობთ, რომ ყველამ თავად უნდა აირჩიოს ის, თუ რა ნივთიერებები შეჰყავთ მათ სხეულში. ყველამ თავად უნდა გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა ვაქცინის გაკეთება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები