დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, სერიოზულ ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შესულა.

"ჯერჯეობით, რა ინფორმაციაც გვაქვს, სერიოზულ ნგრევასთან დაკავშირებით არაა ინფორმაცია შემოსული. კავშირზე ვართ ყველა სოფლის რწმუნებულთან. საბედნიეროდ, არაფერი არ ხდება ამ ეტაპზე, ვამოწმებთ, ყველა წერტილში ვართ გასულები, ყველგან გაშვებული გვყავს ხალხი", — განაცხადა მან კვირის ფორმულასთან.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა როგორც თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებშიც.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი სამება იყო, ხოლო სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდა.