შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს.

შსს-ს განმარტებით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.