პროკურატურის განცხადებით, გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა", — ნათქვამია განცხადებაში.

გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნო დამნაშავედ.