"სიყვარული უძლებს დროს, ძალიან დიდ დროს. მას ყველა თავისებურად განიცდის და ამავე დროს, ესაა გრძნობა, რომელიც გვაერთიანებს — სიყვარული გვაერთიანებს", — ეს ალტას ახალი გზავნილია ვალენტინობის წინ.

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ტექნიკის მაღაზია ალტამ შექმნა ემოციური ვიდეო, რომელიც დინამიკურად და ორიგინალურად გვიჩვენებს სიყვარულის სხვადასხვა ფორმას.

ახალი კამპანიით ალტამ კიდევ ერთხელ, ტრადიციულად შეგვახსენა, რამდენად დიდი ძალა აქვს სიყვარულს, მის ერთმანეთისთვის გაზიარებას და როგორ გვაახლოებს ამ ემოციის გამოხატვა ადამიანებს.

"სიყვარული გვაერთიანებს" — გეუბნება ალტა და შეუძლებელია, ამ ფრაზას არ დაეთანხმო. რაც მთავარია, ეს მხოლოდ გზავნილი არაა. ახალი კამპანიის ფარგლებში ალტა მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. 11 თებერვლიდან 10 მარტამდე სიყვარულთან ერთად "გულების გაერთიანებაც" შეგიძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ორი ან მეტი პროდუქტის შეძენისას 50%-მდე ფასდაკლება ან საჩუქარი ელოდება. გარდა ამისა, თუკი მაღაზიებს 13 და 14 თებერვალს ეწვევით,
საჩუქრებს სრულიად უფასოდ შეგიფუთავენ.

რა არის სიყვარული? — რთულია ახსნა, მაგრამ ცხოვრება სავსეა ამ გრძნობით

ფოტო: ალტა

საინტერესოა, რომ კამპანიის ამ პერიოდს ალტას 25 წლის იუბილეც
ემთხვევა, რისთვისაც კომპანია განსაკუთრებულად ემზადება და 18-დან 20
თებერვლის ჩათვლით, მომხმარებლებს დამატებითი შეთავაზებებით ხვდება.

"გააერთიანე გულები" ალტაში, ჩვენ კი კომენტარებში გვიპასუხე — შენთვის რა არის სიყვარული?