ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

"როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც შეჭრა, შეიძლება, განხორციელდეს ნებისმიერ დროს და უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ეს, შეიძლება, მოხდეს ოლიმპიური თამაშების დროსაც.

ასევე, მკაფიოდ ვთქვით, რომ ამერიკის ყველა მოქალაქემ უკრაინა ახლავე უნდა დატოვოს", — თქვა მან.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

გაიგე მეტი: