Tinder-ი "ბრმა პაემნის" ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც აპლიკაციის ჩვეულებრივ, მარჯვნივ ან მარცხნივ გადაფურცვლის ვარიანტს შეცვლის: ამჯერად მომხმარებელთა გარეგნობის ნახვამდე მათთან საუბარი მოგიწევთ.

"ბრმა პაემანი" Tinder-ის Fast Chat სერიის (იგი აპლიკაციაში Hot Takes და Swipe Night ფუნქციებს გვთავაზობს) უახლესი ფუნქციაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები საერთო მახასიათებლების, კითხვებზე გაცემული პასუხებისა და თამაშების მიხედვით დაწყვილდებიან. თუკი ორივე პირი გადაწყვეტს, რომ ერთმანეთს შეეფერებიან, ისინი საბოლოოდ ერთმანეთის ფოტოსურათების ხილვას შეძლებენ.

ფოტო: Tinder

სიახლის ფარგლებში Tinder-ის მომხმარებლები წინასწარ დადგენილ შეკითხვებს სცემენ პასუხს. მაგალითად: "არა უშავს, თუკი მაისურს ___-ჯერ ჩაიცვამ გარეცხვის გარეშე" ან "კეტჩუპს ___-ზე ვუსვამ". თუკი მათი პასუხი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, სხვასთან დაწყვილდეთ.

როგორც Tinder აცხადებს, აპლიკაცია "პაემნებთან დაკავშირებით თაობა Z-ის თანამედროვე ჩვევებს ირეკლავს და 90-იანებისეულ ნოსტალგიასაც სწვდება". კომპანია ირწმუნება, რომ ფუნქციის ადრეული ტესტირების ფაზაზე მომხმარებლები 40 პროცენტით უფრო ხშირად არჩევდნენ შესაფერის წყვილს, ვიდრე Fast Chat-ის სხვა ფუნქციებით, რომლებშიც პროფილები და სურათები ხელმისაწვდომია. ეს ადამიანებს ეხმარება, ისეთ ვინმეს შეხვდნენ, ვისაც სხვაგან ვერ შეამჩნევდნენ.

ახალი ფუნქცია აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია, მსოფლიოს სხვა წერტილებში კი იგი მომდევნო კვირების განმავლობაში დაემატება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.