გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთარშენში კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სამხედრო პირია. დამატებით დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.