დემოკრატიის ინდექსში საქართველომ ქულა დაკარგა — ეს მაჩვენებელი 2021 წელს 5,12-ს შეადგენს, 2020 წელს კი 5,31 იყო. The Economist-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში კვლავ 91-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდულ რეჟიმადაა მიჩნეულია.

რეიტინგის თანახმად, დემოკრატიის ინდექსით სომხეთი და უკრაინა საქართველოს უსწრებს. სომხეთი მსოფლიოში 89-ე ადგილს იკავებს და 5,49 ქულითაა შეფასებული, ხოლო უკრაინა 5,57 ქულით 87-ზე. რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2,68 ქულით 141-ე ადგილზეა, რუსეთს კი 3,24 ქულით 124-ზე.

საქართველოს დემოკრატიის ხარისხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების პირველ პრეცედენტს უკავშირდებოდა.

The Economist-ის მიერ ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც დემოკრატიის ხარისხს აფასებს, მთლიანად 167 ქვეყანაში ტარდება და 5 საზომზეა დამოკიდებული: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.