როგორც ჩანს, ბრაზილიელი პოლიციელები ნარკოტიკებთან ბრძოლას თავს წარმატებით ართმევენ და ეს ნივთიერება იმდენად დიდი რაოდენობით დაუგროვდათ, გადაწყვიტეს, რომ მოწყენილობის დროს "ხელოვნების ნიმუშები" შეექმნათ.

პოლიციელებმა ამოღებული კოკაინის აბებისა და კაფსულებისგან სხვადასხვა ფორმის ლოგოები და ფორმები შექმნეს და სოციალურ ქსელებშიც გააზიარეს, რათა მათი მიღწევები საზოგადოებისთვისაც გაეცნოთ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მედიაც აქტიურად აშუქებს ბრაზილიელი პოლიციელების მიღწევებს, რომლებშიც ექსტაზისა და კოკაინის აბებისგან შექმნილი "ხელოვნების ნიმუშებიც" ჩანს და ხშირად ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის წევრები საკუთარ ნამუშევრებს ინიციალებსაც აწერენ.

მიუხედავად მედიისა და სოციალური ქსელების ყურადღებისა, ყველა არ თვლის, რომ ინსტალაციების შექმნა ნარკოტიკებთან ბრძოლის წარმატებული მეთოდია.

ფოტო: Twitter

"როგორც ჩანს, ბრაზილიელი პოლიციელები საკმაოდ კრეატიული ადამიანები არიან. თუმცა ეს ფოტოები ერთდროულად სასაცილოცაა და სევდიანიც. პოლიციელები მხატვრული შესაძლებლობების გარდა ნარკოტიკებთან ბრძოლის ტრაგედიასა და უაზრობასაც აჩვენებენ. მხოლოდ ერთი "ხელოვნების ნიმუშიც" საკმარისია იმის დასანახად, თუ რამდენად დაშორებულია პოლიციის საქმიანობა რეალური პრობლემებს", — ასე აფასებს გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენელი ბრაზილიელ პოლიციელებს.

მართალია, პოლიციელთა საქმიანობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მათი შედევრები რამდენად მოსაწონია, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ: