თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA) დაასრულა მნიშვნელოვანი ეტაპი თავის პროგრამაში, რა დროსაც შავი ქორის (Black Hawk) ვერტმფრენმა 30 წუთის განმავლობაში უპილოტო ფრენა განახორციელა.

DARPA ამ მხრივ დიდი ხანია მუშაობს. დღეს ტექნოლოგიამ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. სიკორსკის მატრიცად წოდებული ტექნოლოგია ვერტმფრენს ავტონომიურად და პილოტის გარეშე გადაადგილების საშუალებას აძლევს. ტექნოლოგია პირველად კომპანიამ გასულ წელს გამოსცადა.

DARPA-ს პრესრელიზის თანახმად, ტექნოლოგია მიზნად ისახავს დაეხმაროს ავიატორებს რთული მისიების შესრულებაში. ეს შეიძლება იყოს შეზღუდულ პირობებში ვერტმფრენის გადაადგილება.

"ეს ფრენებს უფრო უსაფრთხოს გახდის და ამ სფეროში ჭკვიან ტექნოლოგიებს დანერგავს. ამით შესაძლებელი გახდება თვითმფრინავების ოპერირება დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, პილოტებთან ერთად და მათ გარეშეც“, — ამბობენ DARPA-ში.

თავად სააგენტომ ფრენის კადრები ტვიტერით გაავრცელა და დაპოსტა: "ჩვენ ეს შევძელით! DARPA-ს ALIAS ტექნოლოგიამ ახლახან შეძლო და საკულტო ვერტმფრენი ჰაერში გაუშვა! და რაც მთავარია, ეს ისე რომ ბორტზე არავინ იყო!"