სტუდენტური პროგრამის — თიბისი კემპის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის — თიბისი კემპის მესამე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა — მარიამ ქანაშვილმა და გიორგი მესხმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებმა — ნინო შანიძემ და ნინო სირაძემ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს სპეციალური ჯილდო — თიბისის აქციები გადაეცა.
თიბისი კემპის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობის გაზრდა და ამ მიმართულებით, განათლების ხელშეწყობაა. 2021 წელს პროექტმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 უნივერსიტეტი და მე-4 კურსის 90-მდე სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: ესწრებოდნენ თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, განიხილავდნენ ბიზნეს-ქეისებს, ბოლო ეტაპზე კი, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს.
"საინვესტიციო სფეროში დამწყები სპეციალისტებისთვის ასეთი საინტერესო და სიღრმისეული პროგრამები იშვიათია. სწორედ ამიტომ, თიბისი კემპის შესახებ როგორც კი გავიგე, ძალიან დავინტერესდი. პროგრამის ყველაზე საინტერესო ეტაპი "ინვესტორების" წინაშე ჩვენი ფინალური პროექტის წარდგენა და ჩვენს საინვესტიციო შეთავაზებაში მათი დარწმუნება იყო. ჩვენ მიერ შერჩეული კომპანიის ანალიზის შემდეგ, იმდენად გვჯეროდა წარდგენილი საინვესტიციო რეკომენდაციის, რომ "ინვესტორების" დარწმუნებაც არ გაგვიჭირდა", — გიორგი მესხი, თიბისი კემპის გამარჯვებული.
"ფინანსები ადრეული ასაკიდანვე მაინტერესებდა. კონკრეტულად საინვესტიციო სფეროთი კი, უნივერსიტეტში დავინტერესდი. ეს არის მიმართულება, რომელიც სწორი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. მე კი მომავალ საქმიანობას სტარტაპებთან საინვესტიციო მიმართულებით მუშაობას ვუკავშირებ", — მარიამ ქანაშვილი, თიბისი კემპის გამარჯვებული.
"თიბისი კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. პროგრამის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულები 1 წელია უკვე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და რეპორტების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ", — მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები