საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით კავკასფექი განვითარებას განაგრძობს
9 თებერვალი, 2022 — საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში უკვე 20-ზე მეტი ქართული კომპანია ჩაერთო. მონაწილე კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა კავკასფექი.
2011 წლიდან კავკასფექი ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე — აშშ-ში, კანადაში, პანამაში, თურქეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.
დღეს კომპანია 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კავკასფექს ეკომეგობრული მიდგომა გამოარჩევს. მისი პროდუქცია გადამუშავებული ბოთლებისგან იწარმოება.
"კავკასფექის ფუნდამენტურ პრინციპს ეკოლოგიაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის მიერ გამოყენებული პლასტმასის ბოთლი არ ხვდება ბუნებაში და მისი რეციკლირების საფუძველზე, ვიღებთ ახალ პროდუქტს. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგოეფექტურობის გაზრდაა. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ვიყოთ უფრო მოქნილები და გაზრდილი შესაძლებლობების საფუძველზე, გავხდეთ მეტად კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე", — აცხადებს კავკასფექის დირექტორი და დამფუძნებელი, ამირან ცერცვაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით საქმიანობენ, ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment — PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები