როგორ გამოვიყენოთ ავტომობილის მოვლის ქიმიური საშუალებები?
დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი მჯდარა ისეთ ავტომობილში, სწრაფად რომ გინდა გზა დამთავრდეს და ზუსტად იცი — აქ მეორედ ნამდვილად აღარ ჩაჯდები. ეს ავტომობილი შეიძლება იყოს მეგობრის, თანამშრომლის, შეყვარებულის ან თუნდაც უბრალოდ ტაქსი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? — მოუწესრიგებელ, ჭუჭყიან მანქანაში ჯდომა არავის სიამოვნებს.
სუფთა და მოვლილი მანქანა ყველა ავტომფლობელის სიამაყეა. იდეალური სისუფთავის მისაღწევად კი ავტოქიმიის მწარმოებლები ბევრ საშუალებას გვთავაზობენ.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ქიმიური მრეწველობის მიღწევებით და ზიანი არ მიაყენოთ მანქანასა და გარემოს, საკითხის არსში ჩაღრმავება მოგიწევთ — “თუ გინდა მტრის დამარცხება, უკეთ გაიცანი ის“.
ექსტერიერი
ფიზიკური თვისებების მიხედვით, დაბინძურება შეიძლება იყოს მყარი ან თხევადი ხასიათის. იგი ავტომობილის ზედაპირს სხვადასხვა გზით ეწებება და მისი მოშორება მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი პოლირებით არის შესაძლებელი. სწორედ პოლირება უმკლავდება ყველაზე უკეთ ზემოთ ჩამოთვლილ ორივე კატეგორიას. მისი საშუალებით, ასევე შეგვიძლია მცირე ნაკაწრებიც კი გავაქროთ ავტომობილის ძარიდან და რაც მთავარია მას პირვანდელი ბზინვარება დავუბრუნოთ.
არსებობს კერამიკული პოლირებაც, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, ფაქტობრივად ჯავშანს ვუკეთებთ ჩვენს ავტომობილს, რომელიც მას ყველანაირი უცხო სხეულისაგან დაიცავს და ასევე არ მისცემს მზის სხივებსა და ნალექს, საღებავის გაფუჭების საშუალებას.
ლაქ-საღებავით დაფარული ზედაპირების საწმენდად იდეალური და სრულიად უსაფრთხო საშუალებაა სპეციალურად მანქანებისათვის განკუთვნილი ცვილი, რომელიც ღრმად აღწევს საღებავის შრეებში, უბრუნებს მას პირვანდელ ფერს. ცვილის გამოყენებით შეგიძლიათ მცირე ნაკაწრებიც დაფაროთ, შედეგად თქვენი ავტომობილის ზედაპირი გლუვი და ერთგვაროვანია.
ექსტერიერის ქიმიურ საშუალებებში შედის მინის საწმენდი ხსნარიც. სპეციალური სითხე, რომელიც საწმენდ ავზში უნდა ჩაასხათ, დაბალი ტემპერატურის დროს არ იყინება და მისი გამოყენებით, განსაკუთრებით ზამთარში, ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
ცივ სეზონზე დაგჭირდებათ და დიდ სამსახურს გაგიწევთ ასევე დაორთქვლის საწინააღდეგო სპრეი. მისი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც მანქანის მინებზე, ასევე გვერდითა სარკეებზე.
რაც შეეხება საბურავის ხსნარს, ის ძირითადად დისკების საწმენდად გამოიყენება და საკმაოდ ეფექტურად აცლის მას ხუნდების ბალიშების ნაფხვენებსა და ტალახის ლაქებს.
ინტერიერი
ინტერიერის საწმენდი საშუალებების შერჩევისას, პირველ რიგში სალონის მასალაა გასათვალისწინებელი. განსხვავებული სითხე დაგჭირდებათ ტყავის მოსავლელად, იმისათვის რომ არ დასკდეს და თან ბზინვარებაც შეუნარჩუნოთ. რაც შეეხება ქსოვილს, არასწორად შერჩეულმა ქიმიურმა საშუალებამ, შესაძლოა დატოვოს ლაქები, რომლის მოცილებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. თავისუფალი ხართ არომატის შერჩევისას, ეს უკვე გემოვნების საკითხია. თანამედროვე საშუალებების დახმარებით, არა მარტო ტექსტილის წმენდას, არამედ ისეთი უსიამოვნო სუნის მოშორებასაც შეძლებთ, როგორიც მაგალითად, ნიკოტინია.
ძრავისა და ტექნიკის ავტოქიმია
ექსტერიერსა და ინტერიერთან ერთად მნიშვნელოვანია ავტომობილის ძრავსა და მის სისტემაზე ზრუნვა. მანქანის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია ამ სფეროშიც შევინარჩუნოთ სისუფთავე.
საწვავის სისტემაში ხშირად რჩება უცხო სხეულები, რომლებიც დროთა განმავლობაში მილებში ილექება და ავიწროვებს მის შიგნით არსებულ სივრცეს. სწორედ ამისთვის არსებობს სპეციალური ქიმიური ხსნარი, რომლის სისტემაში შეშვების შემდეგ, ის მთლიანად წმენდს საწვავის სისტემას — დიზელისთვის და ბენზინისთვის სხვადასხვა სპეციფიკაციის ხსნარები არსებობს. სპეციალური სითხის მეშვეობით, შეგვიძლია საწვავის ოქტანობაც კი გავზარდოთ რამდენიმე ერთეულით. მისი გამოყენებით, ასევე საწვავის ხარჯიც მცირდება. საკმაოდ გამოსადეგი რამ არის ჟანგის მოსაშორებელი ხსნარი, რომელიც ეფექტურად აშორებს ჟანგს ამა თუ იმ დეტალს.
თუ თქვენთვის ავტომობილის სისუფთავე უმნიშვნელოვანესია, ყველა ტიპის ქიმიური ხსნარის შეძენა თეგეტა მოტორსის ფილიალებშია შესაძლებელი, ონლაინ მაღაზიის გამოყენებისას კი შეძლებთ სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლოთ. ონლაინ პლატფორმაზე ქიმიური ხსნარების საკმაოდ ფართო არჩევანი და მაღალი ხარისხი დაგხვდებათ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები