პარტია გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ აქვს უფლება ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის "ხილვის ბედნიერება" მის ამომრჩევლებს მოაკლოს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ დეპუტატების პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გარკვეულიყო.

"არ აურჩევია ჩვენი კოლეგები არავის ჩვენგან, ანუ პარლამენტის წევრებისგან, აქ მყოფი ხალხი აირჩია ქართველმა ხალხმა, შალვა ნათელაშვილი იქნება ეს, ბადრი ჯაფარიძე იქნება თუ ელენე ხოშტარია, მისი პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი ჩემი აზრით, ჩემი და ჩემი კოლეგების გადასაწყვეტი არ არის.

[...] მე არანაირი უფლება არ მაქვს შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველს მოვაკლო ბატონი შალვას პარლამენტში ხილვის ბედნიერება, რა უფლება მაქვს, ვინ მომცა ამის უფლება, რატომ უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა და იგივეს მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებს. მაგრამ რაღაცნაირად ეს საკითხი ან ასე, ან ისე რომ არ გაირკვეს", — ამბობს ის TV პირველთან.

დღეს, 7 იანვარს საპროცედურო საკითხა კომიტეტმა ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დაუჭირა მხარი.