ქართული ოცნება მიჰყვება ხაზს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ დევნას გულისხმობს — ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტაზე
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნება მიჰყვება ხაზს, რომელიც მათი პარტიის პოლიტიკურ დევნას გულისხმობს. ასე ეხმაურება ის საპროცედურო კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რითაც მისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას დაუჭირეს მხარი.
"რამდენადაც ეს პოლიტიკური დევნა მომდინარეობდა მმართველი ძალიდან, მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასეთ ინტერპრეტირებას გაუკეთებდნენ. მაგრამ, ჩვენ დაველოდოთ თვითონ სხდომის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება, თვითონ, სამართლებრივად არსებობს თუ არა საფუძველი, ყველა დამოუკიდებელი იურისტი და სამართალმცოდნე ამბობს, რომ აქ საფუძველი მანდატის შეწყვეტის არ არსებობს. მაგრამ ქართული ოცნება მიჰყვება მის ხაზს და ეს არის ხაზის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ჩვენს პოლიტიკურ დევნას", — განაცხადა მან.
საპროცედურო კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარი დღეს, 7 თებერვალს დაუჭირა. ამის მიზეზად მმართველმა გუნდმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება დაასახელა. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილია.
12 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მუხლი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ თაღლითობაში ცნო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმდათ.
საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას კომიტეტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც დაუჭირა მხარი.
მანდატების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები