საპროცედურო კომიტეტმა ნათელაშვილის, ჯაფარიძისა და ხოშტარიასთვის მანდატების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
ნათელაშვილმა, რომელიც პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ოპოზიციას ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებდა, 6 იანვარს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა მისთვის "სიკვდილი და შეურაცხყოფაა", მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესებზეა "პირადი ემოცია და შეურაცხყოფა ხანდახან მეორეხარისხოვანია". მისი თქმით, პარტიაში მიდიოდა მსჯელობა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ის თანახმა არ იყო, მზად იყო, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, 10 იანვარს ფეისბუქგამოკითხვა ჩაატარა. ფეისბუქზე მან დასვა კითხვა — "მას შემდეგ რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?" — და განაცხადა, რომ პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს.
12 იანვარს მან თქვა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მისი უპირველესი მოთხოვნა 40-წუთიანი სიტყვაა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლამ ბოიკოტს აზრი დაუკარგა.
დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას ნათელაშვილის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა გაცდენა ბოიკოტის გამო, წარსულში საპატიოდ ჩაითვალა, ამიტომ, იგივე უნდა განმეორდეს ნათელაშვილის შემთხვევაშიც. შავგულიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნათელაშვილს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის სურვილი საჯაროდ აქვს დაფიქსირებული.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თამარ კორძაია კი ფიქრობს, რომ სხდომაზე ნათელაშვილი უნდა მოიწვიონ და მას პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცენ.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის პარლამენტში ევროპული საქართველოს სიით მოხვდა, 2020 წლის 20 დეკემბერს მან ევროპული საქართველო დატოვა, პარტია დროა შექმნა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. ხოშტარიას ხელი არც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტისთვის მოუწერია.
რაც შეეხება ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის მიზეზად მმართველი გუნდი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილია.
12 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მუხლი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ თაღლითობაში ცნო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმდათ.
მანდატების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები